იუსტიციის მინისტრ გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოწესრიგების სამართლებრივი და პოლიტიკური ლანდშაფტი ფუნდამენტურად შეცვალა.
ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
გოჩა ლორთქიფანიძის ანგარიში 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას ეხება.
"ყველა შევამჩნევდით, რომ ფუნდამენტურად შეიცვალა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოწესრიგების სამართლებრივი და პოლიტიკური ლანდშაფტი – ევროკავშირი, აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს, პოლიტიკურთან ერთად, მკაფიოდ აკისრებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვალდებულებიდან," - აცხადებს გოჩა ლორთქიფანიძე.