17 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
"ლელო" კომერციული ვაქცინის შემოტანის ინიციატივით გამოდის

"ლელო" კომერციული ვაქცინის შემოტანის ინიციატივით გამოდის. პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა მოწყვლად ჯგუფებს სწრაფი ვაქცინაციის მიღებაში დაეხმარება. 

"ლელოს" ლიდერის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, დღეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ვაქცინაციაზე უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევა არ არსებობს და მისი აზრით, არსებულ გამოწვევას ქართული სახელმწიფო ვერ პასუხობს.

"ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ სახელმწიფოში შემოვიდეს კომერციული ვაქცინა. ერთის მხრივ ეს დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს, შეამცირებს ვირუსის გავრცელების სიხშირეს. მეორეს მხრივ ეს იქნება სერიოზული შეღავათი ღარიბი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

"ლელო საქართველოსთვის" წევრი ვატო სურგულაძე "კოვაქს პლატფორმის" რიგში დგომას უსარგებლოდ მიიჩნევს და მოუწოდებს სახელმწიფოს, ფარმაცევტული კომპანიებისგან შეიძინოს ვაქცინები.

"ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში გვყავს, აქვთ თავისი გზები და კონტაქტები, პირადი კონტაქტებიდან დაწყებული ოფიციალური კონტაქტებით დამთავრებული, ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, შეუძლიათ შემოიტანონ შესაბამისი ვაქცინა. აქ შეიძლება მერე სახელმწიფომაც იყიდოს მათგან და გამოიყენოს თავისი საქმიანობაში, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო "კოვაქსის პლატფორმას" ელოდება, "კოვაქსის პლატფორმა" სამწუხაროდ ჯერ ვერ მუშაობს," - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

დღის ამბები