17 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
ოპოზიციამ უნდა იფიქროს კობახიძის არგუმენტის გაბათილებაზე - "დამიმტკიცეთ 1%-იანი გაყალბება და ხელახალ არჩევნებს ვატარებ!"-იაგო ხვიჩია

ოპოზიციის ნაწილი საგამოძიებო კომისიას სრულ ფარსს უწოდებს და მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები მის ინტერესებში არ შედის და ოპოზიციამ ირაკლი კობახიძის არგუმენტის გაბათილებაზე უნდა იზრუნოს, რომლის მიხედვითაც, 1%-იანი გაყალბების დამტკიცების შემთხვევაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება. 

"არც დიდი ინტერესი იყო ჩვენი ვადამდელი არჩევნები, ჩვენთვის ძირითადი იყო პროპორციული არჩევნები. შესაბამისად, მე რომ მივიღო მონაწილეობა, დანარჩენი ოპოზიციის გარეშე, ამას აზრი არ აქვს. მაგრამ, თუ ჩვენ გვინდა არჩევნების გაყალბების დამტკიცება, მაშინ ოპოზიციამ უნდა იფიქროს კობახიძის იმ არგუმენტის გაბათილებაზე, რომელსაც ჰქვია "დამიმტკიცეთ 1%-იანი გაყალბება და ხელახალ არჩევნებს ვატარებ!"-აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები