19 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
თეოლოგები და ექსპერტები ამბობენ, რომ აუცილებელია ვაქცინაციასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

თეოლოგები და ექსპერტები ამბობენ, რომ აუცილებელია ვაქცინაციასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. ასევე, მათი თქმით, აუცილებელია, წმინდა სინოდმა მღვდლების საქმიანობასთან დაკავშირებით იმსჯელოს, ამბიონიდან გაკეთებული განცხადებების შესახებ და ამასთანავე, განიხილოს ის ნათლობის ფორმა, რომელიც ბოლო პერიოდში ვრცელდება სხვადასხვა სოციალურ ქსელში.

"ავიღოთ, უპირველეს ყოვლისა, ვაქცინაციის თემა. ჩვენ ვნახეთ, რომ მსოფლიო პატრიარქმა, ელადის ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა და სხვა ეკლესიების მეთაურებმა საჯაროდ ხალხის თვალწინ აიცრეს. ჩვენთან რა ხდება ამასთან დაკავშირებით? არაფერი. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უნდა განიხილონ აუცილებლად.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სასულიერო პირების ასეთი აღრევა და გადახლართვა ამ ბიზნესმენებთან, მაფიოზებთან, სხვადასხვა წილებზე საუბარი - ეს, რაც არ შეშვენის საეკლესიო ცხოვრებას და ეს საკითხი უნდა განიხილოს სინოდმა და დასასჯელი ადამიანები უნდა დასაჯოს ერთხელ და სამუდამოდ.

როდესაც ეპისკოპოსი იქნება ეს თუ მღვდელი, ადამიანებს მოუწოდებს ძალადობისკენ, ადამიანის მოკვლისკენ პირდაპირ გაცხადებულად, როდესაც ახდენენ საიდუმლოებების პროფანაციას, ჩვენ ვნახეთ როგორ ნათლავენ ბავშვებს და რა ვითარებაში. რა თქმა უნდა, ასეთი სასულიერო პირები დაუყოვნებლივ განკვეთილები უნდა იქნენ," - განაცხადა თეოლოგმა გოჩა ბარნოვმა.

დღის ამბები