17 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
ორპოლუსიანობის დასრულებისაკენ "ლელოს" ჰქონდა ძალიან დიდი შანსი - ლევან კობერიძე პარტიის დატოვების მიზეზს განმარტავს

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” ყოფილი წევრი, ლევან კობერიძე პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილების მიზეზებზე "დღის კურიერის" ეთერში საუბრობს. ლევან კობერიძე ამბობს, რომ მასსა და პარტიის სხვა წევრებს შორის იყო აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ პერიოდში გამოიხატა.

"აზრთა სხვადასხვა იყო ჩემსა და პარტიის იმ პირებს შორის, რომლებიც განსაკუთრებით უფრო მეტად გამოიხატა არჩევნების შემდგომ პერიოდში პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯებით და პოლიტიკური პოზიციონირების თვალსაზრისით. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მე, საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება შემდგომში უკვე "ლელოს" პარტიის დატოვებისა,“ - განაცხადა ლევან კობერიძე.

ლევან კობერიძე ამბობს, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი მისი პარტიიდან წასვლის მიზეზი ნამდვილად არ გამხდარა.

"პარლამენტში შესვლა- არშესვლა ნამდვილად არ არის ის საკითხი, რომელზეც შეიძლება მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მიმეღო. მეტსაც გეტყვით, რომ დღევანდელ პარლამენტში შესვლას და არშესვლას ერთი და იგივე  პოლიტიკური ფასი აქვს. აქ მთავარი თემა ჩვენს შორის საუბრის და განსხვავებული მოსაზრებების არის შემდეგი, რომ მე ვთვლი და მთელი კამპანიის ძირითად ნაწილში "ლელოს" პოზიციაც ესეთი იყო, რომ მთავარი იყო ამ ორპოლუსიანობის გარღვევა ქვეყანაში, ორპოლუსიანობის დასრულებისაკენ "ლელოს" ჰქონდა ძალიან დიდი შანსი, რომ გადაედგა ნაბიჯები და ჩემი შეერთებაც "ლელოს" პარტიასთან სწორედ არჩევნებში, ამ მიზეზით იყო გამოწვეული, რომ ჩვენ ერთად გადაგვედგა მსგავსი ტიპის ნაბიჯები. თუმცა. სამწუხაროდ, ჩემი შეფასებით, ცოტა განსხვავებული შედეგის და სურათის წინაშე აღმოვჩნდი და ის ნაბიჯები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობდით დეკლარირებულად საჯაროდ იყო სწორედ "ლელოს" მხრიდანაც დაფიქსირებული, რომ ორპოლუსიანობა არის ყველაზე მთავარი გამოწვევა დღეს პოლიტიკაში, მაგრამ შემდგომ უკვე ნაბიჯები, რომელიც იყო გადადგმული პარტიის მხრიდან, მე იმთავითვე, როდესაც ამ ნაბიჯებზე მსჯელობები იყო, ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას, რომ განსხვავებული ნაბიჯები იყო გადასადგმელი, მათ შორის, არა მარტო არჩევნების დროს, უფრო მეტად არჩევნების შემდგომ," - განაცხადა ლევან კობერიძემ. 

დღის ამბები