17 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
"ვთავაზობ მოვიდნენ და მათთან ერთად ვიბრძოლებ ამ მტკიცებულებებით" - ლევან იოსელიანი ოპოზიციას   

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია ”მოქალაქეების” გენერალური მდივანი, ლევან იოსელიანი ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის მზად არის. როგორც "დღის კურიერის" ეთერში ლევან იოსელიანი განმარტავს, თუკი რომელმე მათგანს შეუძლია უკეთესი შეთანხმების მიღწევა, შეუძლია თავად გააკეთოს. 

"ოპოზიციასთან კონსულტაციები არ მქონია, თუმცა მზად ვარ რომ მქონდეს კონსულტაციები, მოვუსმინო მათ, დაველაპარაკო. ისინი არიან გაბუტულები ჩვენზე, თუმცა ეს არ არის ახლა მნიშვნელოვანი. თუ ვინმეს რამე უნდა, თუ ვინმეს არ მოსწონს ეს შეთანხმება, შეუძლია უკეთესი თავად გააკეთოს, შეუძლია უკეთესს თვითონ მიაღწიოს, შეუძლია თვითონ გაბედოს, დაჯდეს მოლაპარაკებებზე "ქართულ ოცნებასთან" და გამოიტანოს უფრო უკეთესი შეთანხმება, ვიდრე ჩვენ გამოვიტანეთ.

ამიტომ, ჩვენს კრიტიკას ჯობია, მიხედონ იმ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზას, რაც ამ ქვეყანაში არსებობს. ხედვის არარსებობა რაც მათ აქვთ, ჩემთვის მიუღებელია, იმიტომ ვარ მე აქ და იმიტომ არიან ისინი იქ," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანი განმარტავს მიზეზებს, რატომ არის საგამოძიები კომისიაში ჩართვის მომხრე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მასში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიები ჩაერთვებიან.  იოსელიანი ოპოზიცია საგამოძიებო კომოისიაში ცართვას სთავაზობს. ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას", "ევროპულ საქართველოს" და "პატრიოტთა ალიანსს" მთელი საქართველოს მასშტაბით, ათი ათასზე მეტი წარმომადგენელი ჰყავდა, შესაბამისად, მათ უნდა წარადგინონ მტკიცებულებებიც.

"ჩვენ არ გვყოლია დამკვირვებლები, გარდა საბურთალოსი, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი ინფორმაცია, მტკიცებულებები მთელი საქართველოს მასშტაბით, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა. ეს ყველაფერი ჰქონდათ "ნაციონალურ მოძრაობას", "ევროპულ საქართველოს" და "პატრიოტთა ალიანსს", ვისაც ჰყავდა ათი ათასზე მეტი წარმომადგენელი მთელს საქართველოში, ჰყავდათ კომისიის წევრები და მათ უნდა იტვირთონ ეს, რომ დაამტკიცონ გაყალბების მასშტაბიც და წარადგინონ მტკიცებულებებიც. როგორც აცხადებენ, მათ ეს მტკიცებულებები გააჩნიათ. მე ვთავაზობ, რომ მოვიდნენ და მე მათთან ერთად დავჯდები ამ საგამოძიებო კომისიაში და მათთან ერთად ვიბრძოლებ ამ მტკიცებულებებით, რომელზეც ამბობენ, რომ სასამართლოში წარადგინეს და არ მიიღო სასამართლომ, ეს მტკიცებულებები წარმოადგინოს კომისიაში მაშინ, მეც მათთან ერთად დავიცავ იმ მტკიცებულებებს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საგამოძიებო კომისიამ დაადგინოს სიმართლე, რა მოხდა 31 ოქტომბერს," -  განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

დღის ამბები