რუსეთი თანახმაა კომპენსაციის გადახდის საკითხის განხილვაში ჩაერთოს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ, პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, ეს შედეგი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან აქტიური მუშაობის შედეგად დადგა.
შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.