19 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
ჩვენ არასოდეს შევეგუებით იმას, რომ გარეჯი საქართველო არ არის - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) დავით გარეჯთან დაკავშირებით საუბრობს.

"დღის კურიერის“ ეთერში მიტროპოლიტი ამბობს, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაა და მის მიწაზე ქართული მონასტერია. 

"ვერ გეტყვით, როგორია საპატრიარქოს პოზიცია, მე ჩემი აზრი შემიძლია გითხრათ, რომელიც ბევრჯერ დავაფიქსირე. ჩვენ არ გვაქვს ის რესურსი, რომ დეტალებს ჩავეძიოთ ზუსტად და ფუნქცია ავიღოთ ჩვენს თავზე გამომძიებლის ან სახელმწიფო სტრუქტურის, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს. მე შემიძლია გითხრათ ერთადერთი რაღაც, რომ ვისი ბრალიც არ უნდა იყოს, ვისაც არ უნდა დაბრალდეს, თუ ვიღაცა გამართლდეს, ჩვენ არასოდეს არ შევეგუებით იმას, რომ გარეჯი საქართველო არ არის. გარეჯი არის საქართველო ტერიტორიულად, მემკვიდრეობის თვალსაზრისით, ქართული მონასტერია, ქართულ მიწაზეა და თუნდაც რომ მოხდეს ისე, რომ როგორც 2008 წელს ვნახეთ რომ კიდევ ახალი ტერიტორიები დავკარგეთ, დაკარგულს მიემატა კიდევ, ახლა რომ კიდევ მიემატოს მაგალითად გარეჯი, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი ამოცანა იქნება ჩვენს წინაშე, როგორ დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული სამშობლო,“ - განაცხადა მეუფე ნიკოლოზი. 

დღის ამბები