ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) ვარაუდობს, რომ სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს საკითხის განხილვა არ მოხდება.
მიტროპოლიტის განმარტებით, ამ ეტაპზე სინოდს არც მისი აღდგენის და არც ეკლესიიდან განკვეთის საფუძველი არ აქვს.
"მეუფე პეტრეს საკითხი, სავარაუდოდ, მე ასე ვფიქრობ, სინოდის სხდომაზე არ იქნება განხილული. პირველი, ან უნდა დაბრუნდეს ეკლესიის წიაღში და შენდობა მიეცეს მის საქციელს, ან უნდა განიკვეთოს საერთოდ. შუალედურ მდგომარეობაში ისედაც არის. მინდა გითხრათ, რომ არ გამოუვლენია მას თავისი სურვილი, არ მოუნანიებია და არ მოუმართავს სინოდისთვის. უნდა მოინანიოს თავისი საქციელი და შემდეგ შეიძლება მსჯელობა მის აღდგენაზე. შეჩერებული აქვს მას მღვდელმსახურება, არაფერი გაგვიკეთებია, რომ დაბრუნება არ შეიძლებოდეს.
მას არაფერი გაუკეთებია, რომ ჩვენ დავაბრუნოთ, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ ის განვკვეთოთ, საშინელება იყო რაც გააკეთა, მაგრამ კიდევ ახალი, ძალიან ცუდი რამ უნდა გააკეთოს, რომ განვკვეთოთ და არ გაუკეთებია არაფერი. ეს პერიოდი მშვიდი პერიოდი იყო ბოლო სინოდის შემდეგ, ამიტომ ვფიქრობ, არ იქნება ეს საკითხი განხილული,"-აღნიშნა "დღის კურიერში" მეუფე ნიკოლოზმა.