არჩევნების შემდეგ დამდგარი ახალი რეალობის ფონზე, პოლიტიკურ პარტიებში ცვლილებები დაიწყო.
ლევან კობერიძისა და პარტია "ლელოს" ექვსთვიანი თანამშრომლობა დასრულებულია. "ქართული ოცნების" დატოვების შემდეგ პოლიტიკური საქმიანობის გასაგრძელებლად ლევან კობერიძემ "ლელო" აირჩია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მისი და პოლიტიკური პარტიის პოზიციები ამ ეტაპზე განსხვავებულია.
ლევან კობერიძემ საკუთარ გადაწყვეტილებაზე "რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ "ლელო" ვერ გახდა ის ალტერნატიული ძალა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ველზე არსებულ ორპოლუსიანობას დაუპირისპირდებოდა.
დღესვე ერთმანეთს დაშორდნენ ბექა ნაცვლიშილი და მარიამ ჯაში. პარტიის "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" ყოფილი თავმჯდომარე პროგრესული საგადასახადო სისტემის, სახელმწიფო საბინაო პოლიტიკის მოწესრიგების, სამართლიანი ენერგოპოლიტიკის და ზოგადად, სოციალური თანასწორობის უკეთესი სისტემისთვის ბრძოლას დამოუკიდებლად აპირებს.
ამტკიცებს, რომ პარტიის შიგნით უთანხმოება არ ჰქონია.