ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, რეგულირების სააგენტომ 12 დაწესებულება შეაფასა და მათგან 9 იმ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რომელიც "ფაიზერით" ვაქცინაციისთვის არის აუცილებელი.
მისი თქმით, დაახლოებით, 15-მდე დაწესებულების შერჩევა უნდა მოხდეს.
"ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ექცევა ვაქცინაციისთვის მზადებას. რეგულირების სააგენტომ 12 დაწესებულება შეაფასა და აქედან ცხრა აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც დადგენილია "ფაიზერით" ვაქცინაციისთვის. ამ კვირაში უკვე დაიწყება ტრენინგი ამ დაწესებულებებში. პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მიზანია, დაახლოებით 15-მდე დაწესებულება გვქონდეს იდენტიფიცირებული, რომ სწრაფად გაიშალოს ვაქცინაციის პროცესი, როგორც კი ვაქცინა ქვეყანაში შემოვა“, – განაცხადა გაბუნიამ.