საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვაქცინაცია დღესდღეობით პოლიტიკური იარაღი გახდა.
"ვაქცინაცია გახდა დღეს პოლიტიკური იარაღი, განსაკუთრებით მძლავრი სახელმწიფოების ხელში. იცით, რომ მე პოლიტიკაში არ ვერევი, ამ შემთხვევაში, მხოლოდ სამედიცინო კუთხით ვუყურებ ამ საკითხს. გუშინ მქონდა ტელეეთერი და ვურჩიე, რომ ნუ გამოვიყენებთ ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს ამ საკითხებთან დაკავშირებით-თქო.
ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა ვიყოთ ერთიანები, ეს იქნება ვაქცინაცია თუ პანდემია,"-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.