19 მაისი 2024,   22:26
ვრცლად
ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაცია დასრულდა - ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირია დაკავებული  

ქვემო ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ერთი პირი დააკავეს. ერთ-ერთ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები.

გავრცელებული ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით კიდევ ერთი პირია დაკავებული. სამართალდამცველებმა ის, კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მედიასთან აღნიშნა, რომ უწყება დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

"მიმდინარე საპოლიციო ღონისძიება უკავშირდება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. მიმდინარეობს ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები. დეტალური ინფორმაციის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალურად გააკეთებს აღნიშნულთან დაკავშირებით მოხსენებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით. დაკავებული პირების შესახებ ასევე მოგაწვდით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს ცენტრი დეტალურ ინფორმაციას,“ - განაცხადა  ბადრი მჭედლიშვილმა.

ავტორი: ლიკა ალელიშვილი  

 

 

დღის ამბები