ცოფის შემთხვევები ქობულეთის მუნიციპალიტეტში და შინაური ცხოველების ე.წ. კარანტინი სამ სოფელში - ჯიხანჯურის შემდეგ, ცხოველის ცოფით დაავადება წყავროკასა და ცხრაფონაშიც გამოვლინდა.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ერთ-ერთ დაავადებულ შინაურ ცხოველს ტურამ უკბინა და ვირუსი ამის შემდეგ გავრცელდა. ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ პრევენციული ზომები უკვე მიღებულია. ადგილობრივ მოსახლეობას შინაური ცხოველის საძოვარზე გაყვანა და რძის ნაწარმის სარეალიზაციოდ გატანა აეკრძალა.
ე.წ. კარანტინი 60 დღიანია და, ამ პერიოდის განმავლობაში, სამივე სოფელში დაწესებული შეზღუდვების შესრულება ყველა ადგილობრივს მოუწევს.
ავტორი: ლიკა ალელიშვილი