19 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
ჩვენ შორს წასვლა აღარ გვჭირდება - მიმართავს თუ არა მსოფლიო პატრიარქს აპელაციისთვის ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი განკვეთის შემთხვევაში

მიმართავს თუ არა მსოფლიო პატრიარქს აპელაციისთვის ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, თუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი მისი განკვეთის გადაწყვეტილებას მიიღებს - როგორც ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მმართველმა "ღამის კურიერში" განაცხადა, მისი აზრით, საქართველოს ეკლესიამ თავისი პრობლემები თავად უნდა გადაწყვიტოს და წმინდა სინოდის წევრები უნდა დადგნენ მოწოდების სიმაღლეზე:

"ეგ დღემდეც შეიძლებოდა, იყო ამის შემოთავაზება, მაგრამ მე ვრჩები იმ აზრზე, რომ კონსტანტინოპოლსაც და სხვა ეკლესიებსაც თავის პრობლემები საკმარისად გააჩნიათ და საქართველოს ეკლესიამ თავისი პრობლემა, ეს იქნება ზნეობრივი, თუ დოგმატური, თვითონ უნდა გადაწყვიტოს. წმინდა სინოდი და მის წევრები უნდა დადგნენ მოწოდების სიმაღლეზე და რჯულის კანონი როცა გაგვაჩნია, წმინდა მამათა სწავლება და რუის-ურბნისის ძეგლისწერა, ამის მიხედვით უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული და ჩვენ შორს წასვლა აღარ გვჭირდება," - განაცხადა პეტრე ცაავამ.

დღის ამბები