ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ არ იცის, 11 თებერვლის სინოდის სხდომაზე მისი საკითხი განხილული იქნება თუ არა.
მისი თქმით, ის სინოდის სხდომაზე არ მიიწვიეს.
"სინოდის სხდომაზე არ მიმიწვიეს. კანონის თანახმად, აუცილებლად უნდა იყოს განხილული ჩემი საკითხი. ასევე კანონის თანახმად, მღვდელმთავრებს საკითხები უნდა მისვლოდა, თუ რა საკითხებს განიხილავენ, მათ შორის, მეც, მაგრამ ვაი, რომ უკანონოდ იმართება და კანონიკური სამართლის ჩარჩოებიდან გასული პატრიარქის ხელმძღვანელობით სინოდი და სინოდის სხდომები,"-განაცხადა პეტრე ცაავამ.