თეოლოგი ლევან აბაშიძე ამბობს, რომ სასულიერო პირებთან დაკავშირებით, ძირითადად, ოდიოზური პირების გაპიარება ხდება. ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიაში უფრო ამ მხრივ უფრო ნეგატივი ჩანს :
"საქართველოში არის 2000-ზე მეტი მღვდელი და 48 უმაღლესი მღვდელმსახური. ყოველ კვირა დღეს გვაქვს 1000-ზე მეტი ქადაგება. ჩვენ რომ ყველა ქადაგება ვნახოთ და ამოვარჩიოთ ყველაზე ოდიოზურები და გავაპიაროთ, თუ ჩავუსაფრდებით, ყველა სფეროში აღმოვაჩენთ ცუდს. მთავარია, ეს რამდენადაა ფეხმოკიდებული და ზოგადი.
ჟურნალისტებსაც მივმართავ, რომ ხანდახან სიკეთეს როცა აკეთებს, ხალხი იმასაც ხედავს. თუ ვუყურებთ ჩვენს ტელევიზიებს მაშინ ჩანს უფრო ნეგატივი," - განაცხადა ლევან აბაშიძემ.