17 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
NATO საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს - იენს სტოლტენბერგი

NATO საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა ყურადღება შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და საქართველოსა და უკრაინასთან ღირებულ პარტნიორობაზე გაამახვილა.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა შავ ზღვაში რუსეთის გაძლიერებასა და მის აგრესიულ ქმედებებზეც ისაუბრა და განცხადა, რომ შავ ზღვაში თავისი წარმომადგენლობა NATO-მაც გააძლიერა.

უკრაინის პრემიერმა დენის შმიგალმა კი იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას საქართველოსთან ერთად მიიღებს. 

დღის ამბები