ქართული მხარე ევროკავშირთან 2021-2027 წლების ფინანსური დახმარების საკითხს განიხილავს. კონსულტაციების ფარგლებში განიხილება ევროკავშირის ფინანსური დახმარების მომავალი პრიორიტეტები, რომლებიც საფუძვლად დაედება მომავალში ევროკავშირის დაფინანსებით კონკრეტული პროექტების და პროგრამების განხორცილებას.
თემატური სესიების დროს ყურადღება გამახვილდება ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორებიცაა ეკონომიკა და ვაჭრობის განვითარება ბიზნესის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობა, მომხმარებელთა დაცვა და ქალთა ჩართულობა ბიზნესში. აღნიშნული დახმარების ფარგლებში 2014-2020 წლებში, ორმხრივ ფორმატში ფინანსური დახმარების ოდენობამ 750 მილიონი ევრო შეადგინა. შეხვედრა 9-დან 11 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
"დავიწყეთ 2 დღიანი ინტენსიური კონსულტაციები ევროპულ მხარესთან, რომლის ფარგლებშიც ჩვენ უნდა შევთანხმდეთ თუ რა მიმართულებით იქნება გაწერილი ევროკავშირის 2021-2027 წლების მხარდაჭერა, ჩვენ გვექნება თემატური დისკუსიები ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ეკონომიკა და ვაჭრობა, კანონის უზენაესობა და დემოკრატია," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა.