უკრაინისა და ნატოს ლიდერების შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის კარი ღიაა საქართველოსთვის. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ კიევისა და თბილისის თანამშრომლობა მაპის მიღებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია.
განცხადებები გაკეთდა იენს სტოლტენბერგისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის შეხვედრის შემდეგ.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ შაავი ზღვის რეგიონში ნატოს ორი ახლო და ღირსეული პარტნიორი უკრაინა და საქართველო ჰყავს. ამასთან, მისი თქმით, ალიანსი აძლიერებს საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას.
"ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რომ შავი ზღვა ნატოსა და ნატოს მოკავშირეებისთვის, ასევე ჩვენი ზღვისპირა წევრებისთვის - თურქეთისთვის, ბულგარეთისთვის, რუმინეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ამ რეგიონში გვყავს ორი ახლო და ძალიან ღირსეული პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ შავ ზღვაზე რუსეთის მნიშვნელოვან გაძლიერებას, რაც გამომდინარეობს ყირიმის უკანონო ანექსიიდან და ასევე მიმდინარე წელს რუსეთის საზღვაო ძალების რაოდენობის გაზრდით. ალიანსმა გააძლიერა თავისი წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში და ბოლო რამდენიმე დღეში, შავ ზღვაში სამი ამერიკული სამხედრო ხომალდი განთავსდა. ამასთან, ნატო აძლიერებს საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას. მათ შორის, მათი საზღვაო ძალების დახმარებით. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ შავ ზღვაში არ იყოს მხოლოდ ერთი ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის დომინანტობა," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ამბობს, რომ მათი სურვილია, საქართველოსთან ერთად მაპი მიიღონ, რაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
"დღეისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენს მოკლევადიან სტრატეგიას წევრობის სამოქმედო გეგმის მიღება წარმოადგენს. ჩვენ გვინდა არ ჩამოვრჩეთ საქართველოს და მივიღოთ საქართველოსთან ერთად მაპი. ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. მიმაჩნია, რომ ჩვენი შეხვედრა არის საკმაოდ პოზიტიური და მნიშვნელოვანი სიმბოლური გზავნილი,“ - განაცხადა დენის შმიგალი.