19 ნოემბერი 2024,   14:20
ვრცლად
აქცია შს სამინისტროსთან - სამოქალაქო აქტივისტები ღია სივრცეში მოქალაქეების პირბადის გამოუყენებლობის გამო დაჯარიმებას აპროტესტებენ 

აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან - ადგილზე სამოქალაქო ორგანიზაციების წევრები შეიკრიბნენ. ისინი პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ.

უწყებასთან შეკრებილი აქტივისტების თქმით, მათთვის მიუღებელია მოქალაქეების დაჯარიმება იმის გამო, რომ ღია სივრცეში არ იყენებენ პირბადეს. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, დაწესებული შეზღუდვები არაკონსტიტუციურია და აცხადებენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე მუხლი არ ითვალისწინებს საჯარო სივრცეში პირბადის ტარებას. 

"მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციას, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე მუხლი არ ითვალისწინებს საჯარო სივრცეში პირბადის ტარებას. აქედან გამომდინარე, მათ მიერ დაწერილი ყველა ჯარიმა არის უკანონო და წარმოადგენს სისხლის სამართლებრივ დანაშაულს, როდესაც პატრული გამოდის და კანონი არ აძლევს უფლებას საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით მოქალაქე დააჯარიმოს და აჯარიმებს. ეს არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება,"- აცხადებს

სამოქალაქო აქტივისტის გიორგი ყუფარაძეის განცხადებით, მოქალაქეების უკანონოდ დაჯარიმება უნდა შეწყდეს. 

"ვაპროტესტებთ იმას, რომ მოქალაქეებს აჯარიმებენ პირბადის გამოუყენებლობის გამო ღია სივრცეში, როცა კანონში უწერიათ, რომ არის შეზღუდვა მხოლოდ დახურულ სივრცეზე. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ადმინისტრაციული ჯარიმა იწერება. ვინც არ იცის, ვერ ასაჩივრებს და მოვითხოვთ რომ უკანონოდ ნუ აჯარიმებენ მოქალაქეებს," - განაცხადა გიორგი ყუფარაძემ. 

 

ავტორი: თამარ თათარაშვილი 

დღის ამბები