19 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
ცინცაძის ქუჩის მაცხოვრებლებს 25-სართულიანი კორპუსის აშენების წინააღმდეგ ბრძოლაში თბილისის საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი შეუერთდა

ცინცაძის ქუჩის მაცხოვრებლებს 25-სართულიანი კორპუსის აშენების წინააღმდეგ ბრძოლაში თბილისის საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი შეუერთდა.

დეპუტატის განცხადებით, არსებობს საკმაოდ მყარი არგუმენტაცია, რის საფუძველზეც, საცხოვრებელი კორპუსის აშენება აღნიშნულ ტერიტორიაზე სრულიად დაუშვებელია.

ცინცაძის ქუჩის საინიციატივო ჯგუფი, შაქარიშვილთან ერთად, დღეს დედაქალაქის ვიცე-მერსაც შეხვდება.

საკრებულოს წევრი იმედს გამოთქვამს, რომ მერია გაითვალისწინებს ადგილობრივების მოთხოვნას და არ დაუშვებს მშენებლობას აღნიშნულ ტერიტორიაზე.

დღის ამბები