დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებიდან 4 წელი გავიდა. "ციანიდის საქმეზე" დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატი სინოდისგან ითხოვს, რომ ხვალინდელ სხდომაზე გიორგი მამალაძის საკითხი განიხილონ და შეიქმნას კომისია, რომელიც განიხილავს დეკანოზის მდგომარეობას:
"განჩინებაში ეწერა ასეთი რაღაცა, რომ მას შემდეგ, რაც დასრულდებოდა ქართულ მართლმსაჯულებაში საქმის განხილვა, უნდა შეკრებილიყო კომისია და ამ კომისიაში უნდა ემსჯელათ და განეხილათ დეკანოზის მდგომარეობა. 2 წელი გახდება, რაც ქართულ მართლმსაჯულებაში ამოიწურა ეს საქმე და აქ აღარ არის განხილვა და არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, აქედან გამომდინარე, სინოდის ამ განჩინების აღსრულებას არაფერი უშლის ხელს.
ჩემი პირდაპირი მიმართვა იქნებოდა სინოდის წევრებისთვის, რომ მოიძიონ ინფორმაცია, რატომ იბლოკება ამ საკითხის აღსრულება და შეიქმნას კომისია, რომელიც განიხილავს დეკანოზის მდგომარეობას," - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.