19 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
საპატრიარქოში მაღალი იერარქიის სასულიერო პირები იკრიბებიან - შეხვედრის თემა ხვალინდელი სინოდის სხდომაა

ამ წუთებში, საპატრიარქოში მაღალი იერარქიის სასულიერო პირები იკრიბებიან

სავარაუდოდ, შეკრების მთავარი თემა სინოდის სხდომაა, რომელიც ხვალ უნდ გაიმართოს. 

არსებული ინფორმაციით, სინოდზე განხილვის ერთ-ერთი თემა კორონავირუსის ვაქცინა იქნება, რომელთან დაკავშირებითაც, სასულიერო პირთა შორის, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

"კურიერის" ინფორმაციით, საპატრიარქოში ამჟამად, იმყოფებიან ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია,  მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძე და შემოქმედის მიტროპოლიტი იოსებ კიკვაძე.

საპატრიარქო რამდენიმე წუთი წინ დატოვა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტმა მიქაელ გაბრიჭიძემ.

დღის ამბები