სავაჭრო ცენტრ "მეგალაინის" სარდაფში, სასაწყობე ფართში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველების 7 ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძრის შედეგად ერთმა მოქალაქემ ხელზე მცირე დამწვრობა მიიღო.
"იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, მსუბუქად არის ერთი მოქალაქე დაშავებული, რომელმაც ავტომობილის გადაყენების დროს, ხელზე მიიღო მცირედი დამწვრობა,"- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე.