20 აპრილი 2024,   06:00
ვრცლად
ქართული "კოზა ნოსტრა" იტალიაში - კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც ე.წ. ქურდული ტატუთი გაერთიანებული ქართველები მართავდნენ

ძარცვა, ქურდობა, მკვლელობა, ფულის გათეთრება - რეჯო-ემილიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 62 პირიდან 55 ქართველია.

სპეცსამსახურები დანაშაულებრივი სქემის გამოსავლენად 3 წელი მუშაობდნენ.

კრიმინალურ დაჯგუფებას ერთნაირი ე.წ. ქურდული ტატუთი, გაერთიანებული ქართველები მართავდნენ, შესაბამისად, იტალიურმა პოლიციამ სპეცოპერაციას ქართული სახელწოდება "კანონიერი ქურდი" დაარქვა.

ქართველების დანაშაულებრივი სქემა იტალიას სცდება. დაჯგუფება თანამშრომლობდა უნგრეთის, ბელგიის, პოლონეთისა და საფრანგეთის კრიმინალურ სამყაროსთან, სადაც ასევე ფიგურირებენ ქართველი ავტორიტეტები.

სპეცოპერაცია ქართული სახელწოდებით "კანონიერი ქურდი" ევროპაში ამ წუთებშიც გრძელდება.

დღის ამბები