გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, რომლის რეაბილიტაცია-კონსერვაციის პროცესი 7 წელი მიმდინარეობდა, არასწორად მოწყობილი სახურავიდან წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დააზიანა. ის ფაქტი, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში წყალი ჩადიოდა და ტაძრის უნიკალური მხატვრობა სველდებოდა, 2020 წლის მარტში აღმოაჩინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 11 მარტს სააგენტომ სამუშაოების განმახორციელებელს – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს მოსთხოვა დაეწყო პროექტის მომზადება, სანებართვო პირობების მიღება და სამუშაოების განხორციელება ტაძრის ყველაზე კრიტიკულ არეალებზე.
11 მარტიდან 19 ივნისამდე, როგორც, მინიმუმ, სამ თვეზე მეტი, გელათის მთავარი ტაძარი გადახურვის გარეშე იყო. შესაბამისად, ტაძარში წყალი ისევ ჩადიოდა.
ოფიციალურ დოკუმენტაციაში 2020 წლის 10 აგვისტოთია დათარიღებული ფოტო, სადაც ჩანს, რომ ტაძრის დაზიანებულ მონაკვეთებზე ლურჯი ტენტია გადაფარებული.