"კურიერის" ექსკლუზივი - ინფორმაცია, რომელსაც სინოდის სხდომაზე დამსწრე პირები გვაწვდიან. "კურიერმა" გაარკვია, რომ ყველა ის ინფორმაცია რაზეც სიუჟეტებში წინასწარ ვსაუბრობდით, გამართლდა.
დღეიდან უკვე ცნობილია, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი მეუფე გრიგოლ კაცია აღარ არის და დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპატრიარქო მისი მუშაობით ნამდვილად უკმაყოფილო იყო. მის ნაცვლად ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე სტეფანე უხელმძღვანელებს, რომელიც ლენტეხისა და ცაგერის ახლა უკვე ყოფილი მიტროპოლიტია.
ასევე "კურიერმა" გაარკვია, რომ დღევანდელ სხდომაზე სასულიერო პირებმა მეუფე პეტრე ცაავას საკითხზე იმსჯელეს, რომელიც 2019 წლიდან დასჯილი არის და დღევანდელი სხდომიდან გაირკვა, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც მის საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს და სწორედ ამის შემდეგ უკვე საკითხი კვლავ სინოდს გადაეცემა განსახილველად, თუმცა კომისიაში რა საკითხის განხილვა მოხდება - ეს იქნება მეუფე პეტრეს ბრალდებები და მოწმეები, რომლებზეც ის საუბრობს, თუ მისი განცხადებები, რომლებიც სხვადასხვა ტელეეთერებში კეთდება - ეს ჯერჯერობით.
ამასთანავე წმინდა სინოდის წევრებმა დღეს დავით გარეჯის საკითხზეც იმსჯელეს. სწორედ ამიტომ, სავარაუდოა, რომ გუშინ არქიმანდრიტი კირიონე სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ყოფილიყო დასახელებული და მისი გამოწვევა, გამორჩევა დღეს არ მომხდარა სინოდის სხდომაზე.
ილია მეორეს წმინდა სინოდის სხდომაზე არც სხვა ეპარქიების მმართველები დაუსახელებია, თუმცა ამ დეტალებთან დაკავშირებითაც მეუფეები არ საუბრობენ. ისინი ოფიციალურ განჩინებას ელოდებიან, სადაც საუბარი ყველა დეტალზე იქნება და სწორედ ამის შემდეგ ეპისკოპოსები პირველ განმარტებებს გააკეთებენ.
საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა. სასულიერო პირები დახურულ კარს მიღმა დაახლოებით ორ საათს თათბიირობდნენ. ისინი დახურული სხდომიდან ისე გამოვიდნენ, რომ ჟურნალისტების არც ერთ კითხვას არ უპასუხეს. სხდომას, რომელსაც თავმჯდომარე საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ხელმძღვანელობდა 35 სასულიერო პირი ესწრებოდა.