19 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
გაფიცვა ტყიბულის მაღაროში - 15 გაფიცული მეშახტიდან ორი შეუძლოდ გახდა

ტყიბულში ძიძიგურის შახტაში მყოფი მეშახტეებიდან 2 შეუძლოდ გახდა, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. 15-მდე პირი, ამ დრომდე, რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეში იმყოფება და არ გამოდიან.

ამ ფორმით ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ და ანაზღაურების შემცირებას აპროტესტებენ. ობიექტის ადმინისტრაციისთვის გაუგებარია ბრალდებები და პროტესტის მიზეზი.

მეშახტეები აცხადებენ, რომ იანვარში სამუშაო დღეები იყო შედარებით ცოტა და შესაბამისად, ხელფასიც იყო დანაკლისით.

ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გაგა ისაკაძე აცხადებს, რომ არასწორი დაგეგმარება და გეოლოგიური პრობლემები მუშების ხელფასზე არ უნდა აისახოს, რადგან ისინი სრული დატვირთვით მუშაობდნენ.

დღის ამბები