ალავერდელი მიტროპოლიტი დავით მახარაძის განცხადებით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი დავით გარეჯის თემა იყო. როგორც ალავერდელმა მიტროპოლიტმა საპატრიარქოს ტელევიზიასთნ განმარტა, სინოდმა დაადგინა, რომ აზერბაიჯანთან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 1937-38 წლის რუკით უნდა გაევლოს.
"დღევანდელი სინოდის სხდომა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველა ის საკითხი იქნა განხილული 10 რიგით და რიგგარეშეც, რომელიც დღეს აღელვებს საზოგადოებას და მრევლს, პირველ საკითხად იყო გამოტანილი დავით გარეჯის საკითხი, რომელზეც ჩვენ გვქონდა მოხსენება. საქართველოს საპატრიარქომ და მგონია არ არიან მრავლად ის ადამიანები, რომელთაც ეჭვი ეპარებათ დავით გარეჯის საქართველოზე კუთვნილებაში და თვითონ ამ თიბაიდის უდაბნოდ სახელდებული ეკლესია მონასტრების ქრისტიანული, ქართული წარმომავლობაში. სინოდმა იმსჯელა და დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და
საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 000-იანი რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1996 წელს ორმა ქვეყანამ შეთანხმებას მოაწერა ხელი," - განაცხადა ალავერდელმა მიტროპოლიტმა.
შეგახსენებთ, 1937-38 წლის რუკის უგულვებელყოფას ედავება პროკურატურა საზღვრის დამდგენი კომისიის წევრებს ივერ მელაშვილსა და ნატალიაილიჩოვას.