19 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
არ შეიძლება ადამიანის დისკრიმინაცია იმ ნიშნით, გაიკეთა ვაქცინა თუ არ გაიკეთა, ეს არავის საქმე არაა - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტის ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე საუბარი შეეხო, როგორც გარეჯის საკითხს, ასევე COVID-19-ის ვაქცინაციასაც. მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით სინოდზე ვრცელი მოხსენება გაკეთდა:

"გარეჯის საკითხზე ვისაუბრეთ. ვაქცინაციას რაც შეეხება, როგორც მოსალოდნელი იყო, ვრცელი მოხსენება იყო სინოდზე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ადამიანის დისკრიმინაცია იმ ნიშნით, ვაქცინა გაიკეთა, თუ არ გაიკეთა. ეს არავის საქმე არაა, პირადად ადამიანის საქმეა,"- განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

დღის ამბები