საპატრიარქოში სინოდის განჩინებაზე მუშაობენ. დოკუმენტში ის საკითხები შევა, რომელზეც დღეს მღვდელმთავრები მსჯელობდნენ. მოგვიანებით კი სინოდის განჩინება გასაჯაროვდება.
სხდომის დასრულების შემდეგ საპატრიარქოში მივიდა დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი, მან საპატრიარქოში შესვლისას მედიასთან კონტაქტს თავი აარიდა, თუმცა "კურიერის" კამერამ მისი შესვლა მაინც დააფიქსირა.
არქიმანდრიტ კირიონის საპატრიარქოში სტუმრობა სავარაუდოდ სინოდის განჩინებაზე მუშაობას უკავშირდება, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემაც დავით გარეჯთან მიმართებაში აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის დადგენის საკითხი უნდა იყოს.