19 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
მძიმე პირობებში ვიყავი, მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლა - ერიკ დრულევის პირველი კომენტარი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ 

საოკუპაციო რეჟიმმა ერიკ დრულევი გაათავისუფლა - საქართველოს მოქალაქე აცხადებს, რომ ცხინვალის ციხეში მძიმე პირობებში იმყოფებოდა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა.

"როდესაც საზღვრის გადაკვეთას ვცდილობდი, ამ პროცესში მოხდა ჩემი დაკავება, ვლადიკავკაზის საზღვართან. დაკავების შემდეგ ცხინვალში ვიმყოფებოდი. მძიმე პირობებში ვიყავი, საკანში მარტო ვიმყოფებოდი, იყო ფსიქოლოგიური ძალადობა," - განაცხადა ერიკ დრულევმა. 

21 წლის ახალგაზრდა ერიკ დრულევი უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ორი დღის წინ როკის გვირაბთან აიყვანეს.

დღის ამბები