19 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
სინოდი "ბიბლიური თავისუფლების" წევრებს ჯვრისწერის, ზიარების, ნათლობის და წესის აგების უფლებებს ართმევს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი "ბიბლიური თავისუფლების" წევრებს ჯვრისწერის, ზიარების, ნათლობის და წესის აგების უფლებებს ართმევს. ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელ დათუაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნებასთან" განაცხადა.

"შეიქმნა ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია ქრისტიანთა გაერთიანება, „ბიბლიური თავისუფლების“ ორგანიზაცია, რომელიც თავის რიგებში აწევრიანებს განურჩევლად სქესისა ადამიანებს და მათ სასულიერო პირის ხარისხს ანიჭებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრისათვის ამაში მონაწილეობა ნიშნავს მისი მრწამსის უარყოფას. ეკლესია აფრთხილებს ყველას, ვინც ასეთ ორგანიზაციაში გაწევრიანდება, მას აღარ ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს ისეთ საეკლესიო მსახურებაში, როგორიც არის ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება, ზიარება და სხვა," - განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა.

დღის ამბები