დღეს საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის მინისტრს ელოდებიან. დეპუტატები ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში მოუსმენენ.
მინისტრი სამინისტროს მიერ 2020 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობის შესახებ ისაუბრებს. მთავარი საკითხები ის რეფორმები და ნაბიჯები იქნება, რომლებიც თავდაცვის ძალების თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას შეეხება.