17 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
ნათია თურნავამ სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში, რომელიც წელს ონლაინფორმატში ჩატარდა. ღონისძიება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა.

ნათია თურნავას შეფასებით, წლევანდელი მინისტერიალი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, რადგან ამ დიდ ინიციატივასა და რეგიონალურ პროექტში მონაწილე ქვეყნებს შეუძლიათ თქვან, რომ მიუხედავად პანდემიისა, ყველა, დასახული ღონისძიება არის შესრულებული.

ნათია თურნავა სიტყვით გამოვიდა პლენარულ სესიაზე "სამხრეთ გაზის კორიდორი: მიღწევები, ტაპ-ის პროექტის დასრულება და აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის მიწოდების დაწყება."

დღის ამბები