04 სექტემბერი 2026,   19:56
ვრცლად
სოფელ ოზურგეთში მოსახლეობამ  საპროტესტო აქცია ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მოთხოვნის მიზნით გამართა  

სოფელ ოზურგეთში ადგილობრივებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოითხოვეს. მათი თქმით, უკვე მრავალი წელია, სოფელში შიდა გზები დაზიანებულია და გაუმართავია წყლის სისტემა.

აქციის მონაწილის თქმით, სოფლის გამგებელს, არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიღებული აქვს, მაგრამ პრობლემების მოგვარებას ყურადღება არ მიაქცია.

" სოფლის გამგებელმა იცის ეს ყველაფერი და ეტყობა, ყურადღება არ მიაქცია, ასე რომ გვჭირდება ეს," - ამბობს აქტივისტი ზეინაბ მეგრელიშვილი.

აქტივისტებს შეხვდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი - კონსტანტინე შარაშენიძის განცხადებით, აქტივისტების მოთხოვნა არის სამართლიანი და პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტი. 

"მოთხოვნა არის სამართლიანი, მაგრამ ყველაფერს სჭირდება თავისი პროცედურა, თავისი სამართლებრივი მოძრაობა და შესაბამისად, პროექტის მომზადება, ხარჯთაღრიცხვის მომზადება. ამ პროცესში არის მუნიციპალიტეტი ჩართული და, თავისი გონივრული ვადის ფარგლებში, ამ უბანს ექნება პრობლემა მოგვარებული,"- ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი.

დღის ამბები