19 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
ვერ ვხვდები, ეს გირაო რატომ არ უნდა იყოს გადახდილი - სანდრო რაქვიაშვილი

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრი სანდრო რაქვიაშვილი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ თუ "ქართული ოცნება" უბარიერო პროპორციულ არჩევნებს დათანხმდება, "გირჩი" შევა პარლამენტში და ეს არ იქნება ერთჯერადი აქტი. ამასთან, რაქვიაშვილი ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ არ უნდა გადაიხადოს ნიკა მელიამ გირაო. 

"მე ვერ ვხვდები, ეს გირაო რატომ არ უნდა იყოს გადახდილი. ჩვენ ვთანხმდებით, რომ პროცესი პოლიტიკურია და ზოგადად, ნდობა სასამართლოს მიმართ არ გვაქვს, მაგრამ თუ მანამდე ამის აღსრულება ხდებოდა, ახლა რა ხდება? მე მივიჩნევ, რომ ეს არის ხელოვნური გადაწყვეტილება. 

ეს სიტუაცია რომ დადგება, მაშინ ვიმსჯელებთ, როგორ მოვიქცევით. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ თუ "ქართული ოცნება" უბარიერო პროპორციულ არჩევნებს შემოგვთავაზებს, შევალთ პარლამენტში და ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, ერთჯერადი შესვლა.  ბოლო პერიოდში "ქართულ ოცნებასთან" კომუნიკაცია არ გვქონია,"-აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა. 

 

დღის ამბები