ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ განაცხადა.
ინფორმაციით, ჯამში დამწვარია 1000 კვ.მ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ჯამში არის 1000 კვადრატი, ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული 20 სახანძრო ავტოცისტერნა. ამ დროისთვის, ხანძარი არის ლოკალიზებული, იყო ცეცხლის გავრცელების საფრთხე, დაშავებული არავინ არ არის. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური. ხანძარი გაუჩნდა შერეულ სამშენებლო მასალებს, ინახებოდა დიდი რაოდენობით გუდრონი, საღებავები და ასევე პლასტმასები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, არის უცნობი, თუმცა ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური, ის დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს,“ - აცხადებს ოთარ კერესელიძე.