19 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
განჩინება დაგვიანებით - რა წერია დოკუმენტში, რომელსაც საპატრიარქო სინოდის სხდომიდან ერთი დღის შემდეგ აქვეყნებს

განჩინება დაგვიანებით - რა წერია დოკუმენტში, რომელსაც საპატრიარქო სინოდის სხდომიდან ერთი დღის შემდეგ აქვეყნებს და რა ელის პეტრე ცაავას, რომელმაც გუშინ წმინდა სინოდის წევრები კიდევ ერთხელ დაადანაშაულა მამათმავლობაში.

ბოდბელი ეპისკოპოსისა და ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის დაპირისპირება ახალი მუქარით განახლდა. ამჯერად მეუფე იაკობი მეუფე პეტრეს განკვეთას ჰპირდება. ყოფილმა ქორეპისკოპოსმა სინოდის განჩინებამდე ჟურნალისტებთან არცერთ გადაწყვეტილებაზე არ ისაუბრა, მაგრამ მეუფე პეტრეს საკითხზე დასმულ "კურიერის" შეკითხვას გვერდი ვერ აუარა, მეტიც, ამ თემას ეპისკოპოსი რამდენჯერმე საკუთარი სურვილით დაუბრუნდა. იაკობი დარწმუნებულია, რომ გუშინ მეუფე პეტრეს მხრიდან გაჟღერებული ახალი ბრალდება, რომელიც ცურტაველ ეპისკოპოსს შეეხებოდა, ყოფილი ჭყონდიდელისთვის განაჩენი იყო.

მეუფე პეტრე არ ნანობს გუშინ ერთ-ერთი ტელეეთერით გაკეთებულ განცხადებებს და მიაჩნია, რომ სიმართლე მიაწოდა საზოგადოებას, როდესაც ეპისკოპოსი ვახტანგ ცურტაველი ცოდვაში ამხილა. მეუფე იაკობს კი დღეს ჭყონდიდის ყოფილი მმართველი სინანულისკენ მოუწოდებს და წარსულში ჩადენილ ცოდვებს ახსენებს.

ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსის განკვეთის გადაწყვეტილება გუშინ წმინდა სინოდის სხდომაზე არ მიუღიათ, თუმცა რა ფორმით შევა 2021 წლის სინოდის სხდომის განჩინებაში პეტრე ცაავას საკითხი, ამ დრომდე უცნობია. წმინდა სინოდმა მეუფე პეტრე ცაავას გარდა გუშინ ორ საათში 10-მდე საკითხი განიხილა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა დავით გარეჯის გარდა კოვიდპანდემიის ვაქცინაციაზე, სასულიერო პირების გადაცდომებსა და ეპარქიებში ეპისკოპოსების გადანაცვლებაზე იმსჯელეს.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი მეუფე გრიგოლი კვლავ წალკის ეპარქიას დაუბრუნდება. მის ნაცვლად კი ლენტეხისა და ცაგერის ეპისკოპოსი სტეფანე გამოარჩიეს. ამ დრომდე მეუფე გრიგოლ კაცია მრევლთან დასამშვიდობებლად არ ჩასულა.

დღის ამბები