19 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
ინფორმაცია, თითქოს სინოდის მღვდელმთავრები გეგმავენ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გადაყენებას, ტყუილზე აგებული განცხადებაა - სინოდის განჩინება

წმინდა სინოდის განჩინების მიხედვით, ბოლო დღეებში მასმედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია პატრიარქის გადაყენების საკითხზე შეურაცხმყოფელი და ტყუილზე აგებული განცხადებაა.

განჩინებაში ნათქვამია, რომ გარკვეული ჯგუფის მიერ მსგავსი ქმედება ეფუძნება ცრუ ინფორმაციის საფუძველზე მიაღწიონ პოპულიზმს, გააღიზიანონ საზოგადოება და მოახდინონ ეკლესიის დისკრედიტაცია.

"წმინდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ინფორმაცია ბოლო დღეებში მასმედიის საშუალებით გარკვეული ჯგუფის მიერ გავრცელებული ცალსახად შეურაცხმყოფელი და ტყუილზე აგებული განცხადების შესახებ, თითქოს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრები გეგმავენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გადაყენებას. 

ითქვა, რომ ამ ადამიანებს უკვე ჩვეულებად ექცათ ცილისწამება ეკლესიისა და მის იერარქთა მიმართ. იკვეთება მათი მიზანმიმართული საქციელი - ცრუ ინფორმაციის საფუძველზე მიაღწიონ პოპულიზმს, გააღიზიანონ საზოგადოება და მოახდინონ ეკლესიის დისკრედიტაცია.

აღინიშნა, რომ მათი მოქმედება არის უპასუხისმგებლო და ქრისტიანისთვის სრულიად შეუფერებელი," - აღნიშნულია წმინდა სინოდის მიერ გავრცელებულ განჩინებაში.

დღის ამბები