19 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
პეტრე ცაავა ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას და კვლავ აგრძელებს ცილისმწამებლურ კამპანიას – წმინდა სინოდი

სინოდის წევრებმა აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრე (ცაავას) ქმედებებზე იმსჯელებს. სინოდის მიერ გამოქვეყნებულ განჩინებაში წერია, რომ მიტროპოლიტი პეტრე სინანულისათვის მიცემულ ვადას ბოროტად იყენებს.

წმინდა სინოდმა განაჩინა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის საკითხს და შემდეგ სინოდის სხდომას დასკვნას წარუდგენს.

"ასევე წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებზე. ითქვა, რომ, სამწუხაროდ, იგი ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას.

წმინდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას," - აღნიშნულია განჩინებაში.

დღის ამბები