17 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთისგან ზაზა გახელაძის გათავისუფლებას მოითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებულ ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო დაპატიმრებას და 12-წლიან სასჯელს გმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავსი უკანონო გადაწყვეტილება უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

უკრაინა რუსეთისგან მოითხოვს, გაათავისუფლონ უკანონო პატიმარი. გავრცელებულ განცხადებაში უკრაინა ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიერონ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, რათა აიძულონ მას შეწყვიტოს აგრესია საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ და მოახდინოს მათი სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაცია.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა, 5 თებერვალს მიუსაჯა.

 

დღის ამბები