ურთიერთბრალდებები გრძელდება - მას შემდეგ რაც სინოდმა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის საკითხზე სპეციალური კომის შექმნა გადაწყვიტა პეტრე ცაავამ საპატრიარქო დესტრუქციულ ქმედებაში დაადანაშაულა.
როგორც ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი "კურიერთან" აცხადებს, ის უნდობლობას გამოუცხადებს კომისიას, თუ მის შექმნაში მონაწილეობას შორენა თეთრუაშვილი მიიღებს.
"ბოროტებაა იმის თქმა, რომ მეუფე პეტრე გამოირჩევა დესტრუქციული ქმედებებითა და ცილისწამებებით. საპატრიარქო იქცა დესტრუქციულ ორგანიზაციად. თუ უნდა შეიქმნას კომისია და მან უნდა იმსჯელოს, მაშინ ცილისწამებაა წინასწარ რატომ არის დიაგნოზი. ეს ისეთივე ანტი-ქრისტიანული საქციელია, როგორც საერო თვალსაზრისით, უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა. წმინდა სინოდს შეუძლია დააკომპლექტოს კომისია და არა, მიიღოს გადაწყვეტილება კომისიის შექმნაზე. სინოდის სხდომა დასრულდა და ვინ შექმნის კომისიას, პატრიარქის მდივან-რეფერატი? რა თქმა უნდა, მე მის მიერ შექმნილ კომისიას უნდობლობას გამოვუცხადებ,"- აცხადებს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა.
შეგახსენებთ, წმინდა სინოდმა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას საკითხზე 11 თებერვალს გამართულ სხდომაზე იმსჯელა და განმარტა, რომ ის აკეთებს დესტრუქციულ და ცილისმწამებლურ განცხადებებს, რის გამოც საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრებს კომისიის შექმნაც დაევალათ. პეტრე ცაავასთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მოხდა სინოდალური კომისიის შექმნა სხდომის მსვლელობისას.