19 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
დავით გარეჯის საკითხი და ვაქცინაცია - წმინდა სინოდმა განჩინებაში ორი მნიშვნელოვანი საკითხი გამოყო

სინოდის 7 გვერდიანი განჩინება და 12 საკითხი - დოკუმენტის განახლებული ვერსია, რომელიც თავდაპირველად საპატრიარქომ გავრცელებიდან რამდენიმე წუთში წაშალა ხელმისაწვდომი დაახლოებით 20 წუთის შემდეგ გახდა.

ახალ ვერსიაში შინაარსობრივი ცვლილება არ შესულა, მას რამდენიმე სიტყვა და სოციალურ ქსელში ემოციის აღმნიშვნელი სიმბოლოები ჩაემატა.

პირველ საკითხად გამოტანილია გარეჯი. სინოდი წერს, რომ დღევანდელი სადაო მონაკვეთის, მონასტრები: ჩიჩხიტური და უდაბნო - ქართველი ერის ისტორიული, სარწმუნოებრივი და კულტურული იდენტობის ნაწილია.

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფკებას, ჩვენს მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფო აზერბაიჯანთან, აწარმოოს მოლაპარაკება, რათა სახელმწიფო პრინციპებიდან გამომდინარე, აღდგეს 2007 წლამდე ჩიჩხიტურის მონასტრის და 2019 წლამდე უდაბნოს მონასტრის ტერიტორიებთან დაკავშირებული სტატუს კვო, რომლის საფუძველზეც ორივე მონასტერს ქართული მხარე განაგებდა. ვიმედოვნებთ, განახლებული დელიმიტაციის საკითხი ისე წარიმართება, რომ არ მოხდება ჩვენი ქვეყნის იმ ისტორიული ტერიტორიობის ხელყოფა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებით, იურიდიულად და კარტოგრაფიულად საქართველოს კუთვნილებაა,"- წერია სინოდის განჩინებაში. 

კიდევ ერთი თემა არის პანდემია და ვაქცინაცია.

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო. "აუცილებელია, პასუხი გაეცეს საკითხებს:

ა) რა სახის ვაქცინები შემოვა ქვეყანაში?
როგორია მათი წარმოშობა, დამზადების ტექნოლოგია, მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა, ეფექტურობა?
არის თუ არა დაცული ბიოეთიკის ნორმები?

ბ) პროფესიონალთა მიერ უნდა განიმარტოს, რა საფრთხის შემცველია აუცრელობა პანდემიის პირობებში? ასევე უნდა განიმარტოს, რა გვერდითი მოვლენები და გართულებები ახლავს ვაქცინაციას როგორც დროის მოკლე პერიოდში, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში; სახელმწიფოსგან რა სახის დახმარება გაეწევა ბენეფიციარს აცრით გამოწვეული გართულების შემთხვევაში? - წერს სინოდი განჩინებაში.

სხდომას, რომელსაც საპატრიარქოში სინოდის თავმჯდომარე ილია მეორე უძღვებოდა, 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა. 

დღის ამბები