ანტისაოკუპაციო მოძრაობა მსვლელობას მართავს. აქციის მონაწილეები თბილისში შეიკრიბნენ და ამ წუთებში ავტომობილებით სოფელ ქვემოჭალისკენ მიემართებიან, საიდანაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე გაიტაცეს.
მთავარი მოთხოვნა მისი გათავისუფლებაა. ანტისაოკუპაციო მოძრაობა მოუწოდებს ქვეყნის ხელისუფლებას გააქტიურდეს და საერთაშორისო პარტნიორებთან ჩართულობით, ქვეყნის დეოკუპაციის პოლიტიკა უფრო ქმედითი გახდეს.
აქციას შეურთდა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ის აცხადებს, რომ თავს ვალდებულად თვლის აქციაზე იდგეს ვინაიდან, როგორც თავად ამბობს, მსგავსი აქციებითა და საზოგადოების აქტიურობის საშუალებით მოხდა მისი გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან.