ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახალი პროკურორი ეყოლება. 4 თვეში ფატუ ბენსუდას კარიმ ხანი ჩაანაცვლებს. ბრიტანელი ბარისტერი თანამდებობაზე 9 წლით დაინიშნება, ის ნიუ იორკის გაეროს ოფისში სასამართლოს 131-მა წევრმა აირჩია.
ივნისამდე კი ბენსუდას გუნდს აღებული საქმეების ჩაბარება მოუწევს, მათ შორისაა 2008 წლის რუსული აგრესიის დროს ჩადენილი ომის დანაშაულის გამოძიება.
პროკურორმა ბენსუდამ ამ გამოძიების დაწყების თხოვნით საერთაშორისო სასამართლოს 2015 წლის ოქტომბერში მიმართა. 2016 წლის 27 იანვარს კი წინასასამართლო პალატამ მას დასტური მისცა, რადგან ჩათვალა, რომ 2008 წლის აგვისტოში და შემდეგ შესაძლოა მომხდარიყო ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი არაერთი დანაშაული.
პროკურორის გუნდმა საქმეში ჩართული კონკრეტული პირების პასუხისგების მიზნით გამოძიება დაიწყო. ამ დროის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს პროკურორის ოფისი კონფიდენციალურად ტოვებდა.