ეკონომიკის მინისტრი თანამდებობიდან მის შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. ნათია თურნავას თქმით, მსგავს გადაწყვეტილებებს არა მედია არამედ პრემიერი იღებს, რომლისგანაც მსგავსი სიგნალი არ მიუღია.
"რას მელაპარაკებით?! პირველად მესმის თქვენგან, აუცილებლად გადავამოწმებ! რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ. ამ გადაწყვეტილებას იღებს არა მედია, არამედ, პრემიერ-მინისტრი. ჯერჯერობით მსგავსი სიგნალი არ მომსვლია. ოდესღაც ყველანი სადღაც წავალთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენზე უკეთესი ადამიანები მოვლენ. მაგრამ ჯერჯერობით არ ვაპირებთ და ვმუშაობთ თქვენთვის და ყველასთვის," - განაცხადა თურნავამ.