აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე დაკრძალეს. გასვენებაში, რომელიც სიონის ტაძარში გაიმართა პრემიერი, პრეზიდენტი და პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ.
მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია დაწესდება. ის გაიცემა ენათმეცნიერებაში განსაკუთებული მიღწევებისა და წვლილისათვის. პრემიის მოსაპოვებლად კი კონკურსში მონაწილეობა შეეძლება ენათმეცნიერების მიმართულებით მოღვაწე დოქტორის ხარისხის მქონე საქართველოს, თუ უცხოეთის მოქალაქეს.
თამაზ გამყრელიძე იყო ევროპის აკადემიის პირველი ქართველი წევრი, არჩეული იყო ბრიტანეთის, ავსტრიის, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიების, ამერიკის ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად. ის წლების განმავლობაში იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი.