საქართველოს პრეზიდენტი 14 წლის მოზარდის საქმეს ეხმაურება, რომელმაც წინასწარი ინფორმაციით, ძალადობის შემდეგ თავი მოიკლა. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიუღებელია ნებისმიერი სხის ძალადობა და დამნაშავე უნდა დაისაჯოს.
"14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა! ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად, ქალისთვის მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა!
დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა. მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კი, უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!" - წერია განცხადებაში.